პოლიტიკური განაცხადი გაკეთებულია – შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა შედგა

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა შედგა – “ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციის დიდმა ნაწილმა შარლ მიშელის მიერ წაროდგენილ ახალ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

ოპოზიციიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს:

  • გიორგი ვაშაძემ
  • ზურა ჯაფარიძემ
  • ალეკო ელისაშვილმა
  • ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძემ
  • სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად
  • დავით ბაქრაძემ – ინდივიდუალურად
  • ვახტანგ მეგრელიშვილმა
  • ხათუნა სამნიძემ

“ოცნებიდან” დოკუმენტს ხელი მოაწერეს არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა.

დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ ენმ-ს და “ევროპულ საქართველოს”.

ჰარცელმა, სიტყვით გამოსვლისას, მხარეებს მადლობა გადაუხადა შეთანხმების მიღწევისთვის. შეხვედრას ონლაინ რეჟIმში ესწრებოდა შარლ მიშელიც.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს ახალი წინადადება შესთავაზა.დოკუმენტი ხუთ პუნქტს მოიცავს. მათ შორის  პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებსა  და მომავალ არჩევნებს.

მიშელის დოკუმენტის თანახმად, “ქართული ოცნების” 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “ქართული ოცნება” მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share