“ნაციონალურ მოძრაობას”გახსნილი აქვს რევოლუციური შტაბი, მერაბიშვილის მეთაურობით”- კობახიძე

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს. “ნაციონალურ მოძრაობას”, გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი კრიმინალ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომლის ამოცანაც არის მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება. ამ თვალსაზრისით, ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ რამდენიმე რაიონზე – ესენია მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ბათუმი, ზუგდიდი და გლდანი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე.

„არჩევნებამდე რჩება სამი დღე და ყველასთვის ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს საპარლამენტო არჩევნებს. ამას ადასტურებს ყველა გაუყალბებელი კვლევის მონაცემები.

ამ ფონზე, აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას არჩევნებში წარმატების ყოველგვარი იმედი აქვს დაკარგული და აქვს ერთადერთი საზრუნავი, თუ როგორ შეუძლიათ ჩრდილი მიაყენონ კარს მომდგარ არჩევნებს.

გუშინ ჩვენ ვამხილეთ რადიკალური ოპოზიციის ყალბი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომელთა რეალური ამოცანა სწორედ არჩევნების შედეგებისადმი თუნდაც მინიმალური უნდობლობის გაჩენაა. ბუნებრივია, მათი ამგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული, რასაც გუშინდელი მხილებაც შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, გასული კვირების მანძილზე საზოგადოება გახდა იმის მომსწრე, თუ როგორ აწყობდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მძიმე პროვოკაციებს სხვადასხვა რეგიონში. თუმცა, ჩვენი და სამართალდამცავი ორგანოების აქტიური ძალისხმევით მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება გახდა შესაძლებელი.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, არ აყვნენ რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს და ამით, ხელი არ შეუწყონ მათი დესტრუქციული მიზნების მიღწევას.

რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულ ზრახვებზე მეტყველებს მათ მიერ გაყალბებულ კვლევებში დასმული აქცენტები და ამ კვლევების პროპაგანდირების ფორმებიც. საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რომ რადიკალური ოპოზიცია კვლევებს არა საზოგადოების განწყობების შესასწავლად, არამედ საზოგადოების განწყობებზე ზემოქმედების ინსტრუმენტად იყენებს. თუმცა, მათი ამგვარი მცდელობებიც წარუმატებლობისთვის არის განწირული.

ყოველგვარი ჩარჩოებიდან გასვლად უნდა შეფასდეს რადიკალური ოპოზიციის მიერ მათთან მჭიდროდ დაკავშირებული კომპანიისთვის – “აიპიემისთვის” დაკვეთილი კვლევა, რომლის ანკეტაშიც ჩაწერეს კითხვა – პროტესტის რა ფორმა იქნება თქვენთვის მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ.

და ამ კითხვის პასუხებში მოქალაქეებს, სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირების და შიმშილობის  კვალდაკვალ, ასარჩევად შესთავაზეს გამაოგნებული პასუხები – სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება!

ეს ნიშნავს, რომ 2016, 2018 და სხვა წლების მსგავსად, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს!

ეს არის სრულიად გამაოგნებელი ფაქტი და არანაკლებ გამაოგნებელია მათი პარტნიორი კვლევითი კომპანიის წარმომადგენლების რეაქცია ჟურნალისტის კითხვაზე ამ ფაქტთან დაკავშირებით.

კვლევითი კომპანიები  ინფორმირებულები არიან და იციან მოსახლეობის რეალური განწყობები. “აიპიემის” წარმომადგენლებმა ზუსტად იციან, რომ მათ ფავორიტ პოლიტიკურ ჯგუფებს არჩევნებში გამარჯვების არავითარი პერსპექტივა არა აქვთ. ამ მათთვის სამწუხარო ფაქტის გამო, მათ საერთოდ დაკარგეს სახე და იმ კომპანიის წარმომადგენელმა, რომელიც პოლიტიკური რეიტინგების კვლევის გარდა, დაკავებულია მედიის რეიტინგების გაზომვით, მედიის წარმომადგენელი უშვერი სიტყვებით გალანძღა და არაეთიკური ტერმინებით დაუწყო საქმის გარჩევა.

 

ამასთან, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს. “ნაციონალურ მოძრაობას”, გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური  შტაბი კრიმინალ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომლის ამოცანაც არის მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება. ამ თვალსაზრისით, ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ რამდენიმე რაიონზე – ესენია მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ბათუმი, ზუგდიდი და გლდანი.

გვინდა განვაცხადოთ, რომ საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება. აქ არის სახელმწიფო, აქ არის ხელისუფლება და არავის, მით უმეტეს კრიმინალურ ოპოზიციას არ ექნება რაიმე დესტრუქციული ქმედების მკაცრი სასჯელის გარეშე განხორციელების შესაძლებლობა.

ჩვენი მხრივ, ვპირდებით მოქალაქეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩასატარებლად.

სწორედ ასეთ, მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებში “ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ქართველ ხალხთან ერთად, განაგრძობს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას“, – აცხადებს კობახიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 84
    ამ არჩევნებს ამერიკის მთავრობა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება - სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი„31 ოქტომბრის არჩევნები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამდენად ერთგულია საქართველო დემოკრატიული განვითარების გზის მიმართ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, გააძლიერებს დემოკრატიულ სტაბილურობას და საქართველოს კავშირებს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, არამედ ევროკავშირთან და ზოგადად, დასავლეთთან“, – ამბობს შერილ ფერნანდესი, ამერიკის…
    Tags: და, რომ
  • 79
    ვინ არის 31 წლის ხატია ჭყონია, რომელმაც ლანჩხუთელი გოგონები ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა19 ნოემბერს ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდმა რუმინეთის ჩემპიონ „კლუჟს“ ფლეი ოფის ფინალში გასვლაზე 1-0 მოუგო. ლანჩხუთის ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში – ევროპის საუკეთესო 16-ეულში მოხვდა. წილისყრა 24 ნოემბერს უეფას ოფისში გაიმართა და გოგონები შინ ლანჩხუთში ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ორმატჩიან დუელში, შვედურ „როსენგარდს“ დაუპირისპირდებიან.     გადამწყვეტი გოლი რუმინელების…
    Tags: და, რომ, ამ
  • 78
    ვინ არის ლუკა ჩიქოვანი- ქართველი მსახიობის წარმატების გზა იტალიასა და ამერიკაში26 წლის ქართველი მსახიობი, ლუკა ჩქოვანი, კანის კინოფესტივალის შემდეგ, ვენეციის ბიენალეზე გამოჩნდა. ლუკა 1994 წელს, თბილისში დაიბადა და 6 წლის იყო, როცა დედამ იტალიაში წაიყვანა. მან პოპულარობა ცნობილი მომღერლების ქავერების შესრულებით მოიპოვა და მალე იტალიელი თინეიჯერების რჩეულიც გახდა. 2016 წელს, გამოუშვა საკუთარი ალბომი და კლიპიც გადაიღო. მისი სამსახიობო დებიუტი, ორი…
    Tags: და, რომ
  • 78
    „როგორ აღვზარდოთ ფსიქიკურად ჯანმრთელი ბავშვები“გამოწვევები, სირთულეები და რეგრესული პერიოდი ყველას ცხოვრებაში გარდაუვალია. მასთან გამკლავება თითოეულ ინდივიდს მოუწევს, თუმცა, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვებს, რომ შედარებით უმტკივნეულოდ, უშფოთველად დაძლიონ სირთულეები და კრიტიკულ ვითარებაშიც კი შეინარჩუნონ სიმშვიდე. ყოველდღიურ საზრუნავზე, შვილის საშინაო დავალებებზე და სკოლაში მიღებულ ქულებზე ფიქრის გამო მშობლებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ბავშვები შესაძლოა ვერ ავითარებდნენ სათანადო…
    Tags: და, რომ