არჩილ თალაკვაძე: „ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ოპოზიციასთან საქართველოს პარლამენტში“

„დღეს არის ძალიან მნივნელოვანი დღე, რომელიც საქართველოს ფუნდამენტურ გაძლიერებას უკავშირდება, ჩვენს მირ გატარებული რეფორმები ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ გვქონდეს წარმომადგენლობითი და მრავალპარტიული პარლამენტი. ვფიქრობ, ეს შეთანხმბა სწორი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. დღეს მნიშვნელოვანი განმარტებები გაკეთდა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა  პატიმრების  და დაბალპროცენტიანი ბარიერის შესახებ განმარტებები,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდოარე არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძემ მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს მოთმინებისთვის და იმედი გამოთქვა ოპოზიციასთან თანამშრომლობის.

„მადლობას ვუხდი ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ მოთმინებით ადევნებდნენ თვალს ამ მოვლენებს ოთხი თვის განმავლობაში. ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ოპოზიციასთან საქართველოს პარლამენტში,“ – განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ დოკუმნტზე ხელისმოწერამდე.

შეგახენებთ: ამ წუთებში, ორბელიანის სასახლეში ხლისუფლებისა და ოპოზიციის წარმოამდგენლები ხელს აწერენ ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მირ წარმოდგენილ ახალ დოკუმენტს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share