100 კაციდან რამდენი ადამიანი მოისურვებდა გურიაში ცხოვრებას-რა აჩვენა რუკამ?

2020 წლის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში არიან გადანაწილებულნი. Reddit-ზე ერთ-ერთი მომხმარებელი დაინტერესდა, რა მოხდებოდა მაშინ, თუკი მოსახლეობის რაოდენობას 100-მდე დავიყვანდით, ხოლო მათი გადანაწილების პროცენტულ მაჩვენებელს უცვლელს დავტოვებდით. “100 კაცი რომ ცხოვრობდეს საქართველოში, სად იცხოვრებდნენ?” — სწორედ ამ სათაურით შექმნა მან რუკა, სადაც ამ მინი-ექსპერიმენტის შედეგებია ნაჩვენები. ფოტო: Raddit / S4nyyWallin როგორც მოსალოდნელი იყო, ჭარბი დასახლებით თბილისი ლიდერობს. ყველაზე მეტი, 28 ადამიანი, სწორედ აქ ცხოვრობს. საქართველოს სხვა კუთხეებში პროცენტული გადანაწილება ასეთია: იმერეთი — 13; ქვემო ქართლი — 11; კახეთი, აჭარა და სამეგრელო, ზემო სვანეთი — 8; შიდა ქართლი — 7; აფხაზეთი — 6; სამცხე-ჯავახეთი — 4; გურია — 3; მცხეთა-მთიანეთი — 2; რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და ცხინვალის რეგიონი — 1. რუკა კარგად აჩვენებს თუ როგორ არაპროპორციულადაა მოსახლეობის რაოდენობა გადანაწილებული ქვეყანაში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან რეგიონებში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share