სოფელ ვაკიჯვარში ჰესის მშენებლობა განახლდება

სოფელ ვაკიჯვარში ჰესის მშენებლობა განახლდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სოფელ ვაკიჯვარში” ნატანები 3″ ჰესის პროექტის ადმინისტრაციული წარმოება კვლავ განაახლა. ამის შესახებ სამინისტროს ოფიციალურ საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შპს „უნივერსალ ენერჯი ქორფორეიშნის“ მიერ სამინისტროში წარმოდგენილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ნატანებზე 9.085 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის (ნატანები-3 ჰესის) მშენებლობა-ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2021 წლის 17 მარტის N2552/01 წერილის საფუძველზე სამინისტრომ 1 თვის ვადით შეაჩერა პროექტის განხილვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია განთავსდა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ლინკი – https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/31611). N2552/01 წერილის შესაბამისად 2021 წლის 13 აპრილს კომპანიამ სამინისტროში წარმოადგინა დაზუსტებული დოკუმენტაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დამატებით წარმოდგენილ დაზუსტებულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 17 მაისის ჩათვლით-ნათქვამია განცხადებაში. “ჩვენს შენიშვნებს და რეკომენდაციებს 17 მაისამდე წარვუდგენთ სამინისტროს. სუბიექტური თუ არ მოგეჩვენებით…დიდი ალბათობით მორიგი სიურპრიზები გველის. ამ თემით ისევ დაგიბრუნდებით” – წერია “გადავარჩინოთ გურიის მდინარეები” – ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share