“უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით,ეს საქართველოს გამარჯვებაა”

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას და შეთანხმებას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სპეციალური განცხადებით ეხმაურება:

დღეს დემოკრატიის გაძლიერებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით. ეს საქართველოს გამარჯვებაა!
უპრეცედენტო თანადგომისთვის მადლობას ვუხდით პრეზიდენტ მიშელს, აშშ-ს ელჩ ქალბატონ დეგნანს, ევროკავშირის ელჩს ბატონ ჰარცელს, ბატონ დანიელსონს, ყველას ვინც დაუღალავად იშრომა დღევანდელი შეთანხმებისთვის.
რაც მთავარია, მადლობა  ქართველ ხალხს, რომელიც ასე მოთმინებით ელოდა პოლიტიკური მოლაპარაკებების დასრულებას.
ახლა ჩვენი ყველას ძალისხმევა უნდა მივმართოთ ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევების გადასაჭრელად – 
ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში

შარლ მიშელის შემოთავაზების საბოლოო ვერსიას ოპოზიციისა და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა ხელი დღეს, ორბელიანების სასახლეში მოაწერეს.

ამ ეტაპზე შეთანხმებას ხელს არ აწეს “ენმ” , “ევროპული საქართველო” და “ლეიბორისტები”.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share