ლიეტუვის პრეზიდენტი: “მივესალმებით საქართველოში მიღწეულ პოლიტიკურ კონსენსუსს”

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციური პარტიების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ეხმაურება და “ტვიტერზე” ქვეყნისადმი მხარდამჭერ პოსტს საქვეყნებს.

“მივესალმებით საქართველოში მიღწეულ პოლიტიკურ კონსენსუსს! ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი მედიაციის ძალისხმევა ნაყოფიერი აღმოჩნდა. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას!”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share