ოზურგეთში მეორე დღეა დაკარგულ გოგონას ეძებენ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელს, სოფელ გომის მკვიდრს 17 წლის მარიამ ბურჭულაძეს ოჯახის წევრები და პოლიცია მეორე დღეა უშედეგოდ ეძებს.

სკოლის მოსწავლემ, დაწესებულება გუშინ დღისით დატოვა და მას შემდეგ მას კონტაქტი არავისთან არ ჰქონია.

როგორც გვეუბნებიან ბოლოს ის ვიდეოკამერებმა ოზურგეთი ქობულეთის ავტომაგისტრალზე ფეხით მიმავალი დააფიქსირა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს შემდეგ კი გოგონას კვალი იკარგება.

ოჯახის წევრები თხოვნით მიმართავს ყველას, ვისაც რაიმე ინფორმაცია გააჩნია დაკარგული გოგონას შესახებ დაუკაბშირდნენ შიმაგამ საქმეთა სამინისტროს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share