საქართველო მოსახლეობის 20%-ისთვის მიიღებს კორონავირუსის ვაქცინას – გამყრელიძე

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, თქმით, საქართველომ კორონავირუსის პოტენციური ვაქცინის შესაძენად 700 000 დოზისათვის შესაბამისი თანხა უკვე გადარიცხა.

გამყრელიძე ამბობს, რომ ეს თანხა, დაახლოებით, 4 მილიონამდე დოლარს შეადგენს, ვაქცინების რაოდენობა კი, თავდაპირველ ეტაპზე, მოსახლეობის 20%-ზეა გათვლილი.

“როდესაც ვაქცინა იქნება მიღებული და დამტკიცებული, საქართველომ უნდა მიიღოს მოსახლეობის 20%-ისთვის. 16-დან 17 მილიონ დოლარამდე არის მთელი ღირებულება. პირველი ტრანში 4 მილიონ დოლარამდე უკვე გადარიცხულია”, – ამბობს გამყრელიძე.

აქვე შეგახსენებთ დღევანდელ კოვიდსტატისტიკასაც – ბოლო 24 საათში ქვეყანაში 1 731 ადამიანი ინფიცირდა, 15 პაციენტი გარდაიცვალა2 197 კი გამოჯანმრთელდა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share