“ასე რამ დაგაპატარავათ?”

ძალიან დიდი შანსი მქონდა როგორც დეპუტატობის, ასევე სხვა მაღალი თანამდებობის დაკავების, ორი გარემოების გამო.
1. 2012 წლამდე ვიყავი სააკაშვილის ოპოზიციაში და ახლო მეგობრული ურთიერთობები მაკავშირებდა ეგრეთ წოდებულ “კახელების კლანთან” კერძოდ კი თამაზაშვილ-ღარიბაშვილის ოჯახთან.
2. მქონდა შესაბამისი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება და ცოდნა, რომელიც საზღვარგარეთ, მსოფლიოს სახვა-დასახვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის დროს დავაგროვე.
მაგრამ იმ დღიდან, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდა, მივხვდი რომ ეს იყო საკუთარი ქვეყნის დაქცევის გარდაუვალობა და დავუპირისპირდი მის გუნდს (ბუნებრივია მათ შორის ზემოთ ხსენებულ პირებს) რომლებიც შემდგომში ჩემი ოჯახის და ახლობლების დაუძინებლ მტრად იქცნენ.
არაფერია იმაზე დიდი საშინელება, როდესაც საკუთარი ოჯახის წევრები, ან ახლობლები, ისე მიდიან ამ ქვეყნიდან, რომ მათ უკანასკნელ გზაზე გაცილების უფლებასაც აღარ გაძლევენ. (ღმერთმა არავის გამოაცდევინოს)
მიუხედავად ყველაფრისა, ერთი წამითაც არ ვნანობ იმ გადადგმულ ნაბიჯს, რომელიც პრინციპულად სამართლიანად მიმაჩნდა და მიმაჩნია.
ვიცი, დეადაც და მამაც მაპატიებს იმას, რომ სიცოცხლის ბოლო წუთებში მათ გვერდით არ ვიყავი, მაგრამ ვერასოდეს მაპატიებდნენ, ამის სანაცვლოდ ჩემი პრინციპების და სამშობლოს ღალატს.
დღეს ვუყურებ, პრეზიდენტის სასახლეში ჩამომწკრივებულ პოლიტიკოსებს და თქვენ წარმოიდგინეთ, ღაპა-ღუპით მომდის ცრემლები. მხოლოდ ერთი კითხვა მიტრიალებს თავში “ღმერთო რის ფასად?”
რის ფასად შეიძლება მადლობა მოვუხადო პრეზიდენტს და მისი სახით – ბიძინა ივანიშვილს?
ასე რამ დაგაპატარავათ?!
ნუგზარ სულა სულაშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share