„სალომესამადაშვილს არ ვეთანხმები, მძიმე იყო ზურაბიშვილთან მისი ხილვა, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია მასზე ის პერსონალური თავდასხმა, რომელსაც სოციალურ ქსელში ვხედავთ,“ – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.
„ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებები მხოლოდ ლოზუნგები არ არის. ევროპული მსოფლმხედველობა ერთმანეთის აზრის და პოზიციის პატივისცემაა, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ის“.
“ყველას ვთხოვ თავშეკავებას და განსხვავებული პოზიციის მიმღებლობისკენ მოვუწოდებ. პოლიტიკურად შეგვიძლია ვიკამათოთ. სახე არ უნდა დავკარგოთ“,– წერს სოციალურ ქსელში დეკანოიძე.