„ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლე“ აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლე, მაგდა ცინცაძე გახდა

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება დღეს ლანჩხუთში გაიმართა.
ლანჩხუთის „ეტალონის“ ღონისძიების მონაწილეები მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ.
2020 წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
ღონისძიებაზე მოსწავლეები ერთმანეთს „ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში ეჯიბრებიან.
„ლანჩხუთის ეტალონი მოსწავლე“ აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლე, მაგდა ცინცაძე გახდა.
მოსწავლეებს გამარჯვება საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ და მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ია ჩხაიძემ მიულოცეს.
ღონისძიების მხარდამჭერი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაა. გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.
ღონისძიება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share