პოეტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა.
ის სიმსივნეს რამდენიმე თვის განმავლობაში ებრძოდა. დიაგნოზი მას 2021 წლის მარტში დაუსვეს.
ზურაბ რთველიაშვილი 1967 წელს დაიბადა.
1990-იან წლებში გამოდიოდა პოეტური პერფორმანსებით დავით ჩიხლაძესთან, შოთა იათაშვილთან და სხვებთან ერთად.
2010 წელს მან შვედეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.