ოზურგეთში, საჩუქრების მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.
როგორც “გურიის მოამბეს” შს-ში განუცხადეს, გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, დღეს დილით, ოზურგეთში, ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე, საჩუქრების მაღაზია გაქურდეს. წაღებულია თანხა, რომლის რაოდენობა, ჯერჯერობით გამოძიებისთვის უცნობია.