ამ დილით, ლანჩხუთში, ე.წ. თხილნარის ტყეში 47 წლის ზაზა წილოსანის ცხედარი იპოვეს. ცხედარს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული და არსებული ინფორმაციით ნაცემია.
მისი ცხედარი ტყესთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი ფერმის თანამშრომელმა იპოვა და პოლიციას შეატყიბინა. ოჯახის წევრები მედიასთან არ საუბრობენზ მეზობლები კი მოკლულს დადებითად ახასიათებენ. ამ დროისთვის უცნობია რა გახდა მკვლელობის მიზეზი. ფერმერები ამბობენ, რომ იმ ტეროტირიაზე სადაც გარდაცვლილი ოპოვეს, ზაზა წილონას გადაადგილება აკრძალული ჰქონდა, რადგან წლების წინ საქონლის ქურდობის გამო იყო დაკავებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხსარზე გამოძიება 108 მუცლით დაიწყო რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.