აქცია საზეიმო ვახშმის პარალელურად – მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრები ათონელის სასახლესთან შეიკრიბნენ და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. ამბობენ, რომ ის, რაც ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხდება, სირცხვილია.
ცნობისთვის, ამ წუთებში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საზეიმო ვახშამი მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილთან სტუმრად ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელია.
ირკვევა, რომ ვიდრე ოპოზიციის ნაწილი დღეს ნიკა მელიასთან საკანში იმყოფებოდა, ნაწილი პრეზიდენტს ესტუმრა. ცნობილი ხდება, რომ სალომე ზურაბიშვილთან, ორბელიანების სასახლეში, “ოცნების” წევრებთან ერთად, “გირჩის” წევრები, ხათუნა სამნიძე, შალვა შავგულიძე, გიორგი ვაშაძე იმყოფებიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებიან აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.