“ვარ იმედგაცრუებული და, შეიძლება ითქვას, დამცირებულიც კი”. – უთხრა ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ფორმულას სატელეფონო ინტერვიუში შარლ მიშელის დოკუმენტზე საუბრისას. “ძალიან მოკლედ მსურს, კომენტარი გავაკეთო მიმდინარე შექმნილ ვითარებაზე. ოპოზიციის რომელმა წარმომადგენელმა მოაწერა ხელი, არ არის მნიშვნელოვანი და ამის გარჩევაში ვერ შევალ. ეს არის მათი სუვერენული უფლება, ეს ერთი. გულახდილი უნდა ვიყო და ვარ ძალიან გულდაწყვეტილი და არ შემიძლია, ეს არ გითხრათ. ვარ იმედგაცრუებული და, შეიძლება ითქვას, დამცირებულიც კი”. – ამბობს ნიკა მელია დროიებასთან სატელეფონო ინტერვიუში.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მასთან კავშირი ლიმიტის ამოწურვის გამო გაწყდა. გუშინ, 19 აპრილს, ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და ქართულმა ოცნებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.