“ერთად ივახშმეს…
მარე, ალბათ ავქაშიც გადატეხეს მელიას სახელზე და კარვებში მყოფებს ბოყინით ჩაუარეს.
ეს ხელშეკრულება სახელმწიფოს გადარჩენის შესაძლებლობაზე რამდენად ორიენტირებულია ამას მომავალი გვიჩვენებს. ამ ჯერად კი რაც ცხადზე უცხადესია – ივანიშვილი რეანიმაციიდან ჩახსნილია და მშვიდად სუნთქავს.
მიშელის მაჭანკლობით დაქორწინებული მთვარობა და ოპოზიცია კომფორტის ზონაშია.
კომფორტის ზონაში კი თავისუფლება ტოლია ნულის.
სწორედ ამ კომფორტის საშიში ზონის მნიშვნელობაზე ვსაუბრობდი 2012 წლიდან დღემდე. ვსაუბრობდი დახვეწილი ეტიკეტითაც და უხეშადაც.
როდესაც რაციონალურად აგიხსენით რას ნიშნავდა იაფი ფული და ვერ გაიგეთ, ბოლოს იძულებული გავხდი მეთქვა რომ – მიიღებდით სამში გრძელს (თუმცა მთლად ასეთი სიგრძისასაც არ ველოდებოდი)
მოკლედ უამრავი მაგალითების მოყოლას (რაც ძალიან მეზარება) პირდაპირ რეზიუმეზე გადავალ და გეტყვით:
კომფორტის ზონას იდიოტებისთვის ქმნიან. მისი შექმნის მიზანი კი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები მიაჩვიონ მონობას. წაართვან აზროვნების უნარი და ყველაზე ცუდ ვარიანტში აქციონ შუაშისტებად.
ჰოდა მიიღეთ ბიძინასგან შუა თითი!!!
გამაძღრებს არ დაგავიწყდეთ, ამ ღამეს რამდენი ოჯახი, მათ შორის ბავშვი და მოხუცი, მშიერი კუჭით დაელოდება წყეული ღამის გადაგორებას”.- წერს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი სულა სულაშვილი სოციალურ ქსელში.