სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას 27 აპრილს შეიწყალებს

პრეზიდენტი გიორგი რურუას 27 აპრილს შეიწყალებს.

გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა ორბელიანების სასახლეში მიღების შემდეგ, სადაც ევროპული საბჭოს პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, გუშინ, 20 აპრილს ვახშამი გაიმართა. სადილზე იმყოფებოდნენ მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების ის წარმომადგენლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს შარლ მიშელის დოკუმენტს.

სადილს ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share