მიშელმა საქართველო დატოვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, რომელიც საქართველოში გუშინ, 20 აპრილს ჩამოვიდა, ქვეყანა უკვე დატოვა.

საქართველოში ერთდღიანი ვიზიტისას მიშელი პრეზიდენტს, პრემიერს, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შეხვდა.

გუშინვე,  ორბელიანების სასახლეში მიშელის პატივსაცემად ვახშამი გაიმართა, სადაც მხარეებმა შეთანხმების დოკუმენტზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს.

 

შეგახსენებთ: 19 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ახალ დოკუმენტს ხელი ოპოზიციის ნაწილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა. დოკუმენტისთის ხელი არ მოუწერიათ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოსა“ და „ლეიბორისტულ პარტიას“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: