,,ჩვენ გვძულს მკვლელი – პუტინი!” – თბილისში დღეს აქცია დაიგეგმა

დღეს, 21 აპრილს თავისუფლების მოედანზე 7 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება რუსეთის რეჟიმის და ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ. პროტესტს გამოხატავენ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები.

ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აქციები გაიმართება.

,,ჩვენ გვინდა, მათ დაინახონ მხარდაჭერა ჩვენგან! ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიომ დაინახოს – რუსეთი არა მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოებთან ომში კლავს ადამიანებს, არამედ ქვეყნის შიგნითაც – საკუთარ მოქალაქეებს! ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ გვძულს XXI საუკუნის მთავარი მკვლელი – პუტინი!” – წერენ აქციის ოგრანიზატორები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share