დღეს დილით ოზურგეთის ცენტრში მდებარე ტანსაცმლის მაღაზია “მავნეს” წინ ოზურგეთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ტანსაცმლის სექციების მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, მაღაზია “მავნე” ტანსაცმელს დაბალ ფასში ყიდის და ამის გამო მათ მუშაობა არ აქვთ. მათივე თქმით, ტანსაცმლის გაყიდვა დაბალ ფასში, საცალოდ არ უნდა ხდებოდეს და საბითუმოდ უნდა იყიდებოდეს, რადგან ეს მათ ისედაც მცირე შემოსავალს კიდევ უფრო ამცირებს.
აქცია მას შემდეგ დაიშალა რაც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოჩნდა.