“ვწუხვარ იმ ადამიანების გამო, ვინც  ნიკა მელიას ტყვეობაში ყოფნის დროს დოკუმენტზე ხელი მოეწერა”

ვიდრე ნიკა მელია უპირობოდ არ იქნება გათავისუფლებული, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სხვა რაიმე დისკუსია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ფიზიკურად ვერ იარსებებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი ნიკა მელიას პატიმრობაში ყოფნის დროს მოაწერეს.

„სამწუხარო რეალობაა და გულწრფელად ვწუხვარ იმ ადამიანების გამო, რომლებმაც თავს უფლება მისცეს, როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალურად ნიკა მელიას ტყვეობაში ყოფნის დროს დოკუმენტზე ხელი მოეწერათ. იმ დოკუმენტის დადებაში, სადაც ლომის წილი თავად ნიკა მელიამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ” შეიტანა. ჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ სანამ ნიკა მელია უპირობოდ არ იქნება გათავისუფლებული, მანამდე „ნაციონალურ მოძრაობაში” სხვა რაიმე დისკუსია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ფიზიკურად ვერ იარსებს!”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share