20 ივნისის დარბევის შემდეგ დაზარალებული მაკო გომური სოციალურ ქსელში ამნისტიის შესახებ კანონის მიღების დაანონსებას ეხმაურება. “ამნისტია არის დასასრული და დასამარება 20 ივნისის, რომ არასდროს დაისჯება ის, ვის გამოც დღეში 7 მილიარდჯერ პროთეზს ვრეცხავ და ერთი სული მაქვს სახლში მივიდე, რომ გამივიძრო თვალიდან ეს დამპალი და წყეული რაღაც. მე დაუსჯელობით დაღლილი დაზარალებული ვარ, ვისი ამოთხრილი თვალის ხარჯზეც არ მინდა პარლამენტის სკამზე ვინმემ საჯდომები გაითბოს”- წერს მაკო გომური.