“ევროპული საქართველოს” ადგილობრივი ლიდერი, მიხეილ გოგოტიშვილი, ხელისუფლების მიერ ამომრჩევლებისათვის წინასაარჩევნოდ სურსათ სანოვაგის დარიგების მცდელობას ეხმაურება და აცხადებს:
მიხეილ გოგოტიშვილი; “ევროპული საქართველო” – ოცნება, როგორც ყოველთვის აპირებს ამომრჩევლების მოსყიდვას, არამარტო ფულით, ნატურალური პროდუქტით, რომელსაც შეიძენენ და დასაწყობებული აქვთ, ამბობენ, რომ თითქოს ეგ არი ბაღებისათვის იმ დროს როდესაც კორონას დროს ბაღები არ ფუნქციონირებდა, რომც ფუნქციონირებდეს ბაღებს აქვთ თავიანთი შესყიდვის მექანიზმი თავიანთი დასაწყობება, და არა უფასო სასადილოში იყოს ეს ტვირთი განთავსებული, რას ვიზამთ ეს არის ოცნების ბოლო დღეები, რომლებიც ითვლიან რომ როგორმე იქნებ მოიმატონ ამომრჩეველი, რომელიც მათდა სამწუხაროდ არ გამოუვათ. მინდა ვუთხრა მათ და ჯობია ჩვეულებრივად გააგრძელონ მუშაობა შეეგუონ, რომ გადავიდნენ ოპოზიციაში და აგონ პასუხი იმ დანაშაულებზე, რაც ჩაუდენიათ რვა წლის განმავლობაში.
ეს განცხადება მიხეილ გოგოტიშვილმა “გურიის მოამბესთან” საუბარში გააკეთა.