ბიძინა ივანიშვილის შემდეგ Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა.
ახალი მილიარდერი ყაზახური ფინტექ პლატფორმის “კასპის“ დამფუძნებელი მიხეილ ლომთაძეა. ამ დროისთვის რეიტინგში ლომთაძე 804-ე პოზიციაზეა და მისი ქონება 3,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. (forbes-ის მილიარდერების რეიტინგი რეალურ დროში)
“კასპი“ ყაზახეთის უდიდესი საგადახდო და ფინტეკური (ფინანსური ტექნოლოგიების) კომპანიაა. მას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
ოქტომბერში „კასპიმ“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებული IPO განახორციელა.
ცნობისათვის, Forbes-ის მილიარდერების სიაში ბიძინა ივანიშვილი 601-ე პოზიციაზეა, მისი ქონება 4,8 მლრდ დოლარად არის შეფასებული.
მიხეილ ლომთაძე საქართველოში, ქ. ბათუმში 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო, რომელიც 2002 წელს მაგისტრის MBA ხარისხით დაასრულა.
ლომთაძე ყაზახეთში სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში აქტიურად არის ჩართული, ასევე ბევრ სოციალურ აქტივობებს ახორციელებს.
https://www.bpn.ge