„პოლიტიკურ ოპოზიცია არის არა მტერი, არამედ, დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ელემენტი,“ – ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე Twitter-ზე წერს.
მისივე შეფასებით, საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ახალი დასაწყისია.
„ეს ნიშნავს მეტ ანგარიშვალდებულებას, განსაკუთრებით მმართველი პარტიისთვის. ეს ასევე ნიშნავს ნაკლებ სიძულვილს პოლიტიკაში, გამჭვირვალე არჩევნებს, მედიის თავისუფლებას და პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც არის არა მტერი, არამედ დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ელემენტი“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.