ხელისუფლება ამნისტიის კანონს იმ სახით არ მიიღებს, როგორც ოპოზიცია წარუდგენს – გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების დეტალებს განიხილავს. გია ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ ,,ქართული ოცნება” ამნისტიის კანონს 20 ივნისს დაკავებულ სამართალდამცველთა გასატავისუფლებლადაც გამოიყენებს.

გიორგი ვაშაძისგან განსხვავებით, არ მაქვს იმის ილუზია, რომ ხელისუფლება ამინისტიის კანონს იმ სახით მიიღებს, რა სახითაც ოპოზიცია წარუდგენს და არ შეეცდება საკუთარი დანაშაულებიც ჩაფარცხოს. – წერს სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილი.

 

 

,,ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციის ნაწილმა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით შემუშავებულ დოკუმენტს ხელი ორი დღის წინ მოაწერეს. დოკუმენტის ერთი პუნქტი  ამნისტიას ეხება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share