„ნიკა მელიას ეპატიოს ის ქმედება, რომლის გამოც პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა,“ – ამი შესახებ დღეს, 21 აპრილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, ხელისუფლება მზადაა, რომ დააინიციროს ნიკანორ მელიას ამნისტია, თუ ის თანახმა იქნება.
„ჩვენ მზად ვართ, რომ ნიკანორ მელიას ეპატიოს მის მიერ ჩადენილი ის ქმედება, რომელიც პროკურატურამ ინკრიმინირებული სახით წარუდგინა. რაც შეეხება სურს თუ არა მას ამ პატიების მიღება, ჩვენ მზად ვართ ამ ნაბიჯისთვის, ვინაიდან ეს არის შეთანხმების საგანი. შესაბამისად, ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს ამნისტიის შესახებ და გამოვცემთ ამნისტიის აქტს, თუმცა ფაქტია, რომ ნიკანორ მელია უარს ამბობს ევროკავშირის შეთავაზებაზე, მის სასარგებლოდ გადახდილი იქნას გირაო და მე არ გამოვრიცხავ ასევე, იმ მოტივით, რომ რაში სჭირდება მას „ქართული ოცნების“ წყალობა, ასევე, უარი თქვას ამნისტიის აქტზე, თუმცა ჩვენ დავიცავთ შეთანხმების ყველა პირობას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ: ნიკა მელია 23 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განხორციელებული შტურმის შედეგად აიყვანეს.