მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ყველა დაწესებული შეზღუდვა ძალაში რჩება, ახლის დაწესება კი ამ ეტაპზე არ იგეგმება.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ისაუბრა, ძალაში რჩება კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე და შაბათ-კვირას კვების ობიექტები კვლავ მხოლოდ გატანის სერვისზე იმუშავებენ.
მთავრობა საჯარო და კერძო სექტორს მოუწოდებს, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. გარდა ამისა, მათივე თქმით, გამკაცრდება დაწესებულ შეზღუდვებზე კონტროლი.