“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ლიდერი, დავით მჟავანაძე, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ მოსახლეობაში სურსათ სანოვაგის დარიგების მცდელობას ეხმაურება და აცხადებს:
დავით მჟავანაძე; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – “გაერთიანებული ოპოზიცია”: – საზოგადოებისგან ნდობა დაკარგული “ქართული ოცნება” ყოველგვარ ზღვარს გადაცდა და ისინი დღეს ასლან აბაშიძისეული მეთოდებით ცდილობენ არჩევნების მოგებას ზუსტად იციან, რომ მათი მმართველობის შედეგად ხალხი გაღარიბდა, მათი მმართველობის დროს ხალხი შიმშილობს დღეს და სწორედ ამისთვის მოიმარაგეს კარტოფილები, ხახვი, ბრინჯი და მაკარონი და ფიქრობენ, რომ ამით გავლენ ფონს და მოიგებენ არჩევნებს, მაგრამ მათ ვპირდები, რომ ძვირად დაუჯდებათ ქართველი ხალხის გაღარიბება და ვერანაირი კარტოფილი და ხახვი ვერ გადაწონის მათ, რაც ქართველ ხალხს გაუკეთეს და ჩვენი მოთხოვნაა რომ შეწყდეს მსგავსი დანაშაულებრივი მეთოდებით ადამიანებზე მანიპულირება და შეურაცხყოფას ნუ აყენებენ ქართველ ხალხს, რადგან კარტოფილზე, ქართველი ხალხი ხმას ნამდვილად არ გაცვლის.
უთხრა მჟავანაძემ “გურიის მოამბეს” ოზურგეთის უფასო სასადილოში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას.
მსგავსი სტატიები
- 89
„31 ოქტომბრის არჩევნები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამდენად ერთგულია საქართველო დემოკრატიული განვითარების გზის მიმართ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, გააძლიერებს დემოკრატიულ სტაბილურობას და საქართველოს კავშირებს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, არამედ ევროკავშირთან და ზოგადად, დასავლეთთან“, – ამბობს შერილ ფერნანდესი, ამერიკის…
- 85
ლევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
- 83
გამოწვევები, სირთულეები და რეგრესული პერიოდი ყველას ცხოვრებაში გარდაუვალია. მასთან გამკლავება თითოეულ ინდივიდს მოუწევს, თუმცა, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვებს, რომ შედარებით უმტკივნეულოდ, უშფოთველად დაძლიონ სირთულეები და კრიტიკულ ვითარებაშიც კი შეინარჩუნონ სიმშვიდე. ყოველდღიურ საზრუნავზე, შვილის საშინაო დავალებებზე და სკოლაში მიღებულ ქულებზე ფიქრის გამო მშობლებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ბავშვები შესაძლოა ვერ ავითარებდნენ სათანადო…
- 83
26 წლის ქართველი მსახიობი, ლუკა ჩქოვანი, კანის კინოფესტივალის შემდეგ, ვენეციის ბიენალეზე გამოჩნდა. ლუკა 1994 წელს, თბილისში დაიბადა და 6 წლის იყო, როცა დედამ იტალიაში წაიყვანა. მან პოპულარობა ცნობილი მომღერლების ქავერების შესრულებით მოიპოვა და მალე იტალიელი თინეიჯერების რჩეულიც გახდა. 2016 წელს, გამოუშვა საკუთარი ალბომი და კლიპიც გადაიღო. მისი სამსახიობო დებიუტი, ორი…