17 წლის დაკარგული გოგონას მარიამ ბურჭულაძის დამრიგებელი ქეთევან ჟღენტი ამავე გოგონას საცხოვრებელ სახლში დიდი ალბათობით მის მიერ(ჯერჯერობით ავთენტურობა დადგენილი არ არის) დატოვებულ წერილში, მისი როგორც პედაგოგის და ასევე რამდენიმე თანაკლასელის, მარიამ ბურჭულაძის მიერ, მტრად მოხსენიებით გაკვირვებულია და ვარაუდობს, რომ შესაძლოა მოსწავლემ ეს წერილი, თუ მისი დაწერილია, არა ახლა, არამედ რამდენიმე წლის წინ დაწერა:
“არაფერი სკოლაში არ მომხდარა, გიდასტურებთ რომ ეს ინიციალებით მოხსენიებული ადამიანები თანაკლასელები არიან, ეს ბავშვები ყველა გაწონასწორებულია, ვერ მივხვდი რატომ იხსენიებს ასე, ვიცი რომ ერთერთი იყო შეყვარებული, თუმცა ეს რამდენიმე წლის წინ იყო, მე ალბათ იმიტომ მიხსენიებს მტრად რომ სულ რჩევას ვაძლევდი, ძირითადად ტელეფონთან მიმართებაში. სულ ტელეფონში იყო. ეს უფრო მე მეცხრე კლასის წერილი მგონია. გაკვირვებული ვარ” ამბობს ქეთევან ჟღენტი.
ცნობისათვის, პოლიციაში აღმოჩნდა დაკარგული 17 წლის გოგონას, რომელსაც მესამე დღეა ეძებენ, წერილი, რომელიც ინგლისურ ენაზეა დატოვებული და სადაც გოგონა რამდენიმე თანაკლასელსა და კლასის დამრიგებელს მტრად მოიხსენიებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის მე 12 კლასელს, სოფელ გომის მაცხოვრებელს 17 წლის მარიამ ბურჭულაძეს უკვე მესამე დღეა ეძებენ.
ის უკანასკნელად ოზურგეთის ქობულეთის ავტომაგისტრალზე, ქობულეთის სოფელ ლეღვაში ვიდეოთვალმა ფეხით მოსიარულე დააფიქსირა.