ამ წუთებში შსს ოზურგეთის პოლიციის თანამშრომლები დაკარგული 17 წლის გოგონას მშობლიურ სახლში – ოზურგეთის რაიონის სოფელ გომში, მასშტაბურ ჩხრეკას აწარმოებენ.
თუ რას ეძებენ პოლიციელები ოფიციალურად უცნობია, თუმცა სამართალდამცავები დიდი ალბათობით ეძებენ სამხილს, რომლითაც შესაძლებელი იქნება მე 12 კლასელი სკოლის მოსწავლის გაქრობის სავარაუდო ვერსიის ჩამოყალიბება და მასზე მუშაობა.
ცნობისათვის; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკლოლის მე 12 კლასელი მარიამ ბურჭულაძე სამი დღის წინ სკოლიდან გავიდა და გაუჩინარდა.
მას შსს დღემდე უშედეგოდ ეძებს.