იურისტი კახა ჩავლეშვილი ოზურგეთში, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ამომრჩევლებში კარტოფილისა და ხახვის დარიგების მცდელობას ეხმაურება და სოციალურ ქსელ “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე კითხვას სვამს:
“ადრე როცა არჩევნებით ვიყავი დაინტერესებული ვცდილობდი არჩევნებთან დაკავშირებული უცნაური ისტორიები მომეძიებინა, ამ ძებნაში ერთ ასეთ ამბავს წავაწყდი – ერთერთი ქვეყანის ერთ ოლქში მიმდინარე არჩევნებში ორი რეალური კონკურენტი ებრძოდა ერთმანეთს, მათი საარჩევნო მენეჯმენტიც ეძებდა გზებს მოწინააღმდეგის კომპრომეტირებისათვის. ამ კანდიდატებიდან ერთერთს სახლში საკმაოდ მოზრდილი მეხამრიდი ჰქონდა, ჰოოდა მეორემაც დასცხო – მაგას ღმერთის რისხვის ეშინიაო, აბა ისე რად უნდა მეხამრიდიო და ღმერთის თუ ეშინია უპატიებელი ცოდვები აქვსო, აი მე საერთოდ არ მაქვს მეხამრიდი იმიტომ, რომ უცოდველი ვარ და არც ღმერთის არ მეშნიაო!
მოკლედ მაშინ ცოტა ბნელი დრო იყო და ზუსტად არავინ არ იცის ამ ამბავმა რა გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე, მაგრამ ფაქტი ის გახლავთ რომ ,,მეხამრიდიანი,, კანდიდატი სასტიკად დამარცხდა ,,უმეხამრიდოსთან,, და ეს ისტორიაც დარჩა საარჩევნო პიარტექნოლოგიების ისტორიაში.
ახლა რატომ მოვყევი ამხელა ამბავი, ერთი გამაგებინოს ეგებ ვინმემ რა მაგიური ძალაა ამ ხახვში და კარტოფილში, ან ამ კარტოფილის ,,შეჭმის,, მერე გაქოცდება კაცი და ხმას მოგცემთ თუ რა ჯანდაბაა ვერ გავიგე. ერთი რამ ცხადია, რომ თუ მთავრობამ ამ არჩევნებში გაიმარჯვა ერთი უცნაური ამბავი კიდევ შეემატება მსოფლიო არჩევნების ისტორიას და ასე დავიკავებთ ჩვენს ,,ღირსეულ,,ადგილს მსოფლიო თანამეგობრობაში
ამასწინათ მეკობრეებზე ფილმს ვუყურებდი, ჰო და ამ მეკობრეებმა თავიანთი წინამძღოლი სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებით აირჩიეს. სირცხვილია ამის როგორ უნდა შეგშურდეს კაცს.
წინასაარჩევნოდ მაკარონის დარიგება უფრო მეტად სამარცხვინო გაყალბების მეთოდია ვიდრე ნიფხვიდან ამოღებული ბიულეტენების საარჩევნო ყუთში ჩაყრა, აი ისე შევარდნაძის დროს, რომ ხდებოდა. კიდევ უფრო სამარცხვინო იქნება თუ ამის გამკეთებელი ხელისუფლებაში დარჩება.
აღარ დამთავრდა ეს სიყალბე და ამორჩევლის გარყვნა საქართველოში, ვერაფრით ვერ ვხვდები რატომ ვერ მოვახერხეთ ამ სიბინძურის დაძლევა 30 წლის განმავლობაში. ან ამ გამყალბებლებს რისი იმიდი აქვთ, ნუთუ ჰგონიათ, რომ უფრო კარგად იცხოვრებენ ამის შემდეგ? ან მათი რომელიმე პრობლემა გადაწყდება?”
– წერს ჩავლეშვილი.
მსგავსი სტატიები
- 84
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 81
პარტია "კანონი და სამართალი" ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ბიძინა ივანიშვილს წერილით მიმართავს: "პატარა წერილი ივანიშვილს! " ახლა, როცა ამ წერილს ვწერ შუა ღამე , იწვის დნება" დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა და გამახსენდა ეს სტრიქონები და ისიც გამახსენდა, რომ ახლა თქვენ უთუოდ გძინავთ ღრმა ძილით, რადგან…
- 75
ირმა გორდელაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში ცხოვრობს. ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. ყოველთვის აქტიური იყო და საკუთარი სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში იღებდა მონაწილეობას. ბუნებისდამცველი აქტივისტი მას შემდეგ გახდა, რაც მის სოფელში, მდინარე აჭის ხეობაში, ინერტული მასალის მოსაპოვებლად ერთ-ერთი კომპანია შევიდა და მდინარის კალაპოტს ტრაქტორები მიადგნენ. ირმა იყო ყველგან, დაიწყო…
- 75
30 წლის დიანა ხერემიანი თბილისიდანაა. ახლა ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს. ხუთი წლის წინ მოძალადე ქმარს დედაქალაქიდან დააღწია თავი და ცხრა წლიანი, ოჯახური ცხოვრება ერთ დღეში დაასრულა...მანამდე იყო თანაცხოვრების ურთულესი წლები, მორალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, დაუსრულებლად გრძელდებოდა... დედამ უარყო, მეგობრებმა მიატოვეს, სამყარომ ზურგი აქცია და სიფრიფანა გოგო, დარჩა მოძალადე ქმრის პირისპირ.…