მიხეილ სარჯველაძე: 20 ივნისი უნდა გადაიფურცლოს

,,უნდა გადაიფურცლოს ის მომენტი, რასაც 20 ივნისი ჰქვია“ – განაცხადა პარლამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძის თქმით, 20 ივნისი პოლიტიკური სპეკულაციების საფუძველი აღარ უნდა გახდეს.

,,ეს აღარ უნდა იყოს რაიმე დისონანსის შემომტანი პოლიტიკურ კონტექსტში. იქნა შემოთავაზებული კონკრეტული პუნქტი და ეს იყო ამნისტიის პუნქტი, რომელიც ნამდვილად არ არის ჩვენი მხრის შემოქმედება,”- აცხადებს სარჯველაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share