The Economist: საქართველო მოსახლეობის 60%-ის აცრას 2023-მდე ვერ შეძლებს

The Economist-ის კვლევითი ცენტრის პროგნოზი საქართველოსთან მიმართებაში გაუარესდა. ანალიტიკოსების ვარაუდით, საქართველო მოსახლეობის დიდი ნაწილის [60-70%] Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას 2023 წლამდე ვერ მოახერხებს.

ექსპერტების თქმით, ოთხი სახელმწიფოს პროგნოზი ზედმეტად ოპტიმისტურად იყო შეფასებული და განახლებული მონაცემებზე დაყრდნობით, მათი მოლოდინი გაუარესდა. ეს ქვეყნებია: საქართველო, სომხეთი, ვანუატუ და ტაივანი.

იანვარში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველო მოსახლეობის დიდი ნაწილის აცრას 2022 წლის ბოლოსთვის მოახერხებდა, თუმცა, ახალი კვლევის თანახმად, მოლოდინმა 2033 წლამდე გადაიწია.

საქართველოსგან განსხვავებით, გაუმჯობესებულია 9 სახელმწიფოს რეიტინგი და პროგნოზი, მათ შორისაა: იამაიკა, ბჰუტანი, კუბა, მალდივი, კოლუმბია, სერბეთი, ურუგვაი, ჩილე და ნორვეგია.

მკვლევრების განმარტებით, ამ სახელმწიფოებმა იმაზე სწრაფად მოახერხეს ვაქცინაციის პროცესის დაწყება და განვითარება, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო და ამიტომაც მათი პროგნოზები გაუმჯობესდა.

კვლევითი ცენტრის ვარაუდით, განვითარებული სახელმწიფოების უმეტესობა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აცრას 2022 წლის შუა რიცხვებისთვის შეძლებს, თუმცა განვითარებადი ქვეყნები, მათ შორის საქართველო, მსგავს შედეგს, საუკეთესო შემთხვევაში, 2023 წლამდე ვერ მიაღწევს.

“გლობალური ვაქცინაციის პერიოდი 2022-23 წლამდე გაიწელება, რაც ზრდის იმის რისკებს, რომ ზოგიერთი განვითარებადი სახელმწიფო მოსახლეობის არ აცრის სტრატეგიას აირჩევს. მოვლენების მსგავსი განვითარება გაახანგრძლივებს გლობალური ეკონომიკური აღდგენის პროცესს და ხელს შეუწყობს კორონავირუსის ახალი შტამების გაჩენას, რაც კვლავ უკან, საწყის ეტაპზე დაგვაბრუნებს”. – წერია კვლევის დასკვნით ნაწილში.

წყარო: The Economist
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 94
    "სიტყვის და აზრის თავისუფლად საჯაროდ გამოთქმა უფლის მიერ მონიჭებული უფლებაა"საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მანჩესტერის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წმინდა სინოდის წევრებს აკრიტიკებს.   ცილისწამებაში და შეურაცხმყოფელი განხცხადებებში მხილებული დეკანოზი სინოდის გადაწყვეტილებას ავაზაკურს უწოდებს. საპატრიარქოს კი “ყრუს”, “გაბოროტებულსა” და “შურისმაძიებელს”.   “გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას, 11 თებერვლის წმ.…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 94
    რა გველის 10 ივნისს მზის დაბნელების შემდეგ10 ივნისს მზის დაბნელებას ველოდებით, თბილისის დროით 14:42-ზე, ტყუპის მე-20 გრადუსში. 26 მაისს მთვარის დაბნელება გვქონდა. ახლა დაბნელებების დერეფანში ვიმყოფებით. ამ პერიოდში თითოეულ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. და სასურველია, ამ პერიოდში არ დაიწყოთ ახალი საქმეები, თანაც, კომუნიკაციების, სწავლისა და გადაადგილებების პლანეტა, მერკური რეტროგრადულია. უმჯობესია, უკვე დაწყებულები დაასრულოთ. ახალი საქმეებისთვის კი გამოიყენეთ პერიოდი 25…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 94
    როგორია გია ხუხაშვილის სახლი, რომელიც საკუთარი დიზაინით მოაწყოგია ხუხაშვილი ქალაქისგან მოშორებით, მყუდრო და კომფორტულ ბინაში მეუღლესთან, შვილსა და რძალთან ერთად ცხოვრობს. სახლი, რომელიც ბატონმა გიამ საკუთარი დიზაინითა და გემოვნებით მოაწყო, პატარა ხუხაშვილის მოლოდინშია. ცნობილმა ექსპერტმა შინ გულთბილი მეგზურობა გაგვიწია. - ამ სახლის გვერდზე ნაგავსაყრელი იყო, გრიშა ონიანს ვთხოვე, ეს ნაგავი მაწუხებს და იქნებ გაწმინდოთ-მეთქი. მითხრა, მე მეზარება და…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 94
    დეკანოზი ილია ჭიღლაძე საქართველოს ეკლესიაში გადაუდებელ რეფორმებს ითხოვსსაჭიროა საპატრიარქოს ბიუჯეტიდან საარსებო ხელფასების დანიშვნა ყოველი სასულიერო პირისათვის, – ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს. დეკანოზი ვრცელ მიმართვას ავრცელებს და საქართველოს ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. “გადაუდებელი, აუცილებლად საჭირო ადმინისტრაციული და ორგანიზაცული რეფორმები საქართველოს ეკლესიაში, რომელთა განხორციელების გარეშე შეუძლებელია კანონიკური წესრიგის და სამართლიანი, ღვთივსულიერად ჰარმონიული მდგომარეობის დამყარება საეკლესიო…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები