„ნაციონალური მოძრაობა“ იყო და რჩება მავნებელ პოლიტიკურ ძალად, რომელსაც ქვეყანა და ხალხი არ ადარდებს, - ამის შესახებ „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მათ მხოლოდ ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ.
„ეს გაჯიუტებაც ამის დასტურია. მათ მხოლოდ ძალაუფლებაში დაბრუნება სწყურიათ, მეტი არაფერი უნდათ. არც ამ ქვეყნის და არც ხალხის პრობლემები არ ადარდებთ. პროცესში მთელი მსოფლიო ჩარეულია, შეგვათანხმეს და იმის ნაცვლად, რომ ხალხზე ვიფიქროთ, კიდევ უაზრო გაჯიუტება მიდის. ეს არის მათი მავნებლობის მანიშნებელი და დამადასტურებელი. აბა, „ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიკითხოს ბენზინის ფასი რა გახდა? – ეს მათ შორის კრიზისის ბრალია და იმის, რომ ექვსი თვეა ვსაუბრობთ გირაოზე, შესვლა-არშესვლაზე. გაღატაკდა და გაუბედურდა ეს ქვეყანა. შე დალოცვილო, გიხდიან გირაოს და გამოდი”, – განაცხადა ელისაშვილმა.