ოზურგეთელ ქალბატონს, ვაქცინაციიდან სამ დღეში კორონავირუსი დაუდასტურდა

ოზურგეთში მცხოვრებ 65 წლის ქალბატონს, “ასტრაზენეკას” გაკეთებიდან სამ დღეში კორონავირუი დაუდასტურდა.

როგორც “გურიის მოამბისთვის” ხდება ცნობილი, ქალბატონმა ვაქცინაცია ოზურგეთის “მედალფას” კლინიკაში გაიკეთა.

მას მდგომარეობა, აცრიდან რამდენიმე წუთში დაუმძიმდა და შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა.

სამედიცინო ჩარევის შემდეგ, ქალბატონის მდგომარეობა გაუმჯობესდა თუმცა, რამდენიმე დღის განმავლობაში, მაღალი ტემპერატურა უფიქსირდებოდა.

დღეს კი, “პისიარ ტესტის” შემდეგ მას კორონავირუსი დაუდასტურდა და ის ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა.

“გურიის მოამბისთვის” ქალბატონის ვინაობა ცნობილია, თუმცა რედაქცია თავს იკავებს მისი ვინაობის გასაჯაროვებისგან.

“გურიის მოამბისთვის” ასევე ცნობილი გახდა, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, რაც აცრის შემდეგ პაციენტებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, მათშორის არის ერთ-ერთი ექიმი ამავე კლინიკიდან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: