“აღვადგინოთ ჩვენი დედამიწა” – კამპანიას ოზურგეთის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.
დასუფთავების აქციები მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის ადმინისტრაციის თანამშრომლების, საბავშვო ბაღების აღსაზრდელების, საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და მოხალისეების ჩართულობით ჩატარდა .
საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა გარემოს დაცვის თემატიკაზე ქუჩები მოხატეს, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი სკოლის მიმდებარე ტერიტორიები მყარი ნარჩენებისგან გაწმინდეს.
დედამიწის დღის აქტივობებში ყოველწლიურად, მილიარდზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. მიმდინარე წლის აქტივობა მიმართულია თანამედროვე მწვანე და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობაზე.
დღეს, ყველას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა დედამიწის დღის აღნიშვნაში და შეიტანოს საკუთარი წვლილი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
(ფოტოები მოგვაწოდეს სოფლებში მერის წარმომადგენლებმა)