რატომ დატოვა თანამდებობა უფროსმა პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა

უფროსი პროკურორი ზაზა დათუკიშვილი თანამდებობას ტოვებს. მან განცხადება facebook-ზე გამოაქვეყნა. ის განცხადებაში აღნიშნავს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის, განვითარებისთვის ბევრს შრომობდა. თუმცა აღნიშნავს, რომ “10-წლიანი მოღვაწეობის მიწურულს ქვეყანაში შექმნილი ვითარება მაფიქრებინებს, რომ ამჟამინდელი როლითა და რესურსით ამ ინსტიტუტის და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განვითარების ხელშეწყობა ნაკლებად რეალური ხდება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავტოვო პროკურორის თანამდებობა”.

დათუკიშვილი ამბობს, რომ ის საქმიანობას სამოქალაქო სექტორში გააგრძელებს. იხილეთ განცხადება სრულად:

როგორც თქვენთვის ცნობილია, მალე 10 წელი სრულდება, რაც ვმუშაობ საქართველოს პროკურატურაში უფროსი პროკურორის თანამდებობაზე. ეს იყო გამოწვევებით, სირთულეებით, სიახლეებითა და გამარჯვებებით სავსე 10 წელი. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ბოლო 4 წელი, როდესაც ვიმსახურე, როგორც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პროკურორმა. ამ წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელად ვიბრძოდი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, როგორც მართლმსაჯულების მართლაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინსტიტუტის განვითარებისთვის. მეამაყება, რომ ჩემს გუნდთან ერთად უდიდესი წვლილი შევიტანე ამ სფეროში პროკურატურის როლის გაძლიერებაში. ჩვენ მიერ ჩატარებულმა ისტორიულმა პროცესებმა შეუქცევადი გახადა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარება, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, დღეს არის ერთ-ერთი მიუკერძოებელი, ობიექტური და სამართლიანი მართლმსაჯულების ფორმა ჩვენს ქვეყანაში.

თუმცა, 10 წლიანი მოღვაწეობის მიწურულს ქვეყანაში შექმნილი ვითარება მაფიქრებინებს, რომ ამჟამინდელი როლითა და რესურსით ამ ინსტიტუტის და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განვითარების ხელშეწყობა ნაკლებად რეალური ხდება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დავტოვო პროკურორის თანამდებობა, მივიღო ახალი გამოწვევა და განვაგრძო დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის მშენებლობისთვის ბრძოლა აწ უკვე სამოქალაქო სექტორიდან. მჯერა, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნად გააძლიერებს ადვოკატთა კორპუსს და სამოქალაქო სექტორს, რაც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის განვითარებას. ჩემი ახალი ასპარეზის შესახებ კონკრეტულად მოგვიანებით შეგატყობინებთ, თუმცა, თამამად ვაცხადებ, რომ ეს იქნება შესაძლებლობა ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე, ვემსახურო იდეას, რომლისაც მჯერა, და ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას.
მადლობა ყველა იმ კოლეგას, რომლებიც გულწრფელად ემსახურებიან ქვეყნისა და ხალხის ინტერესს! მადლობა აშშ-ის საელჩოს საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის! იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე ეს ქვეყანა მართლაც დაადგება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და მართლმსაჯულების განვითარების გზას და გახდება ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრი!
განსაკუთრებული მადლობა ჩემს გუნდს – ნაფიც მსაჯულთა სამმართველოს! მადლობა თქვენ მიერ გაწეული შრომისა და ბრძოლისთვის! თქვენი შრომა იყო და იქნება ფასდაუდებელი. ვრჩები თქვენს გულშემატკივრად და მჯერა, რომ ოდესმე ერთად ვიზეიმებთ ჩვენი საოცნებო მართლმსაჯულების სისტემის არსებობას.
და ბოლოს, წარმატებას ვუსურვებ თითოეულ პროკურორს! პროკურორობა არ არის მხოლოდ სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა. პროკურორობა არის ქვეყნის სამსახური, ქვეყნისა და ხალხის მომავალზე ზრუნვა, და ღირსება, რომელსაც სჭირდება დაცვა! გისურვებთ, დარჩენილიყავით თქვენი ფიცის ერთგულნი!”, – წერს დათუკიშვილი.
ზაზა დათუკიშვილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გახმაურებულ საქმეებზე იყო პროკურორი, მათ შორის სმიტების მკვლელობის საქმეზე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 97
    ჯონსონმა, შაჰინმა და რიშმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია სენატს გაუგზავნესამერიკის შეერთებული შტატების სენატში შევიდა რეზოლუცია, რომელიც საქართველოში 19 აპრილს პოლიტიკურ პარტიებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების სრულად შესრულების მხარდაჭერას გამოხატავს. რეზოლუციის ავტორი სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის უფროსი რესპუბლიკელი წევრი, რონ ჯონსონია, ხოლო სპონსორები სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში არიან. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი დასრულებას, ასევე ტერიტორიულ…
    Tags: და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 97
    რა ხდება საპატრიარქოში-რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაზერას გვედავება საპატრიარქოს გვითხრასო, განაცხადა კვირას მეუფე იაკობმა. მართლაც, თუ კიდევ ვინმემ ვერ გაიგო ამდენი წლის მანძილზე ამის შინაარსი, შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო: 1. საეკლესიო კანონთა ტოტალური დარღვევა და უგულვებელყოფა; საეკლესიო მართლწესრიგისა და ზნეობის სრული მოშლა ეკლესიაში; 2. რუსეთის საპატრიარქოს გავლენის ქვეშ ყოფნა და პატრიარქ კირილეს მიერ ოკუპირებულ რეგიონებში აფხაზეთსა და…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 97
    ცხრა აპრილის ქვეყანა  რა მივუტანეთ 9 აპრილს? დიახ, დიახ - რა მოგვიტანა კი არა, რას ელის ჩვენგან 9 აპრილი პარლამენტის წინ მდგარ მონუმენტთნ ყვავილების თაიგულისა და დანთებული სანთლის გარდა? ვიცით, რომ თარიღს თავისთავად არანაირი მნიშვნელობა და ღირებულება არ აქვს. ის ძვირფასი ხდება ჩვენთვის იმ დღეს მომხდარ მოვლენასთან თუ მოქმედ პირებთან ემოციური და…
    Tags: და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 97
    "ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს"ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ სრულად: "მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებების პირველი ფაზა პრეზიდენტ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით შედეგის გარეშე დასრულდა, „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა პასუხისმგებლიანი ნაბიჯი და საჯაროდ ხელი მოაწერა ევროკავშირის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების პირობებს ადგენდა. ოპოზიციამ ევროკავშირის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი არ…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა