გურიის მოამბე

“სანამ “ლეიბორისტებს” არ აგვირჩევთ, ასეთი გეოპოლიტიკური მათხოვრები იქნებით!”

ვინც “ოცნება” აირჩია, იმას მთელი ცხოვრება ღმერთთან ბოდიში ექნება მოსახდელი, მაგრამ ვინც აირჩია მაგალითად ბანკირები, ძალიან კარგი ხალხი. ვინც აირჩიეს ნარკოლობისტები გირჩი, ვინც აირჩიეთ შუბლზე უშიშროების ნომერი რომ აწერია – ელისაშვილი და მისი საძმაკაცო, – ამის შესახებ “ლეიბორისტების” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი დამუხრუჭდა. დაახლოებით იცი რა მოხდა? ტრაპიზონში ხომ შეიძლება ჩავიდეთ ბათუმიდან, მაგრამ რომ წავიდეთ ჩინეთით, გადავლახოთ წყნარი ოკეანე, ამერიკის კონტინენტი, ევროპა და იქიდან მოვადგეთ. დაახლოებით ტრაპიზონის გზა აირჩია ოპოზიციამ, რომელმაც ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელსაც მე სამწუხაროდ მოღალატეობრივ დოკუმენტს დავარქმევდი”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კითხვაზე, მოღალატეები არიან? – შალვა ნათელაშვილი ასე პასუხობს:

“არა, ესენი კი არ არიან მოღალატეები, არამედ ვინც ხმა მისცა ის ხალხია საქართველოს არაკეთილმოსურნე. ვინც “ოცნება” აირჩია, იმას მთელი ცხოვრება ღმერთთან ბოდიში ექნება მოსახდელი, მაგრამ ვინც აირჩია მაგალითად ბანკირები, ძალიან კარგი ხალხი. ვინც აირჩიეს ნარკოლობისტები გირჩი, ვინც აირჩიეთ შუბლზე უშიშროების ნომერი რომ აწერია – ელისაშვილი და მისი საძმაკაცო, აი ისინი პარლამენტში. სანამ არ აირჩევთ “ლეიბორისტულ პარტიას” ხელისუფლებაში, მანამ იქნებით ასეთი გეოპოლიტიკური მათხოვრები და მსხვერპლი ამ გარიგებებისა შიგნით თუ გარეთ”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: