“ხინკალზე დავნიძლავდითო” ამ მარიხუანის პლანტაციის მონამ”..

გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ პარტიის “კანონი და სამართალი” ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი და “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შევლენ. “მე და სანდრო რაქვიაშვილს ნიძლავი გვაქვს დადებული სახინკლეზე, რომ თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევა, ასე ვამბობ მე, სანდრო რაქვიაშვილი ამბობს, რომ არ შევა. ასევე, ბატონ შალვა ნათელაშვილზე” – განაცხადა “360 გრადუსში” ხვიჩიამ. ზემოთახღნიშნული განხადების საპასუხოდ, თაკო ჩარკვინმა “ფეისბუქზე” დაწერა პოსტი: “ღმერთო, ასეთი რა სასჯელია მართლა, რომ ხალხის მიერ არჩეულ საკანონმდებლო ორგანოში, ანუ კანონები ვინც უნდა მიიღოს, “ხინკალზე ნიძლავის” იქით ვერ მიდიან, ახლა მოვუსმინე იაგო ხვიჩიას ნიძლავი დავდე რაქვიაშვილთან ხინკალზე, რომ “ესენი ” ყველანი პარლამენტში” შევლენ თუ არაო , “ესენი” ანუ ნაც მოძრაობა , მე -კანონი და სამართალი, შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტები,ევროპული, ელენე ხოშტარია.

“ხინკალზე დავნიძლავდითო” ამ მარიხუანის პლანტაციის მონამ( გამიხარდა ხინკალს თუ ჭამდა არ ვიცოდი)

ღმერთო რა, ამდენი “კანონდებილი” მართლა სასჯელია…თავში წკიპურტების წამორტყმაზე მაინც დაედოთ ნიძლავი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share