შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში 1975 წელს დაბადებული დ.კ. მოსამართლის არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის – არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.
უწყება შესაბამის ჩანაწერებსაც ავრცელებს, სადაც ისმის რიგორ აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას 46 წლის კაცი ბავშვს:
დ.კ.: თვალებიდან ვერ იყურები ბიჭო?! მოდი აქ! მოდი აქ!
რა ძალა გადგია შე დედა *** ხვალე რომ მარტო დარჩები. გამაგიჟებს, ავადმყოფი, ავადმყოფი!
არასრულწლოვანი: ავადმყოფი ვარ და რა ვუყო?
დ.კ.: რატო ხართ ესეთი გამზდელ *** თქვენა, რომ ვლაპარაკობ არ მისმენთ თქვე გამზდელ ***ბო თქვენა. მო***, მოგკიდებ ხელს, დაგგლიჯავ, ***ს გაზრდილო შვილო შენ.
არასრულწლოვანი: ნუ მჭყლიტავ.
დ.კ.: რატო აკეთებ შე დედა მო*** შემომაკვდები ხელზე, მო**** პატრონს
არასრულწლოვანი: ღმერთს ვფიცავარ, ს.-ც იქ დავტოვე…. იქნება ხუთი ცალი, ვერ ვყიდი მე მეტს, წამიყვანეთ სხვაგან.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას გულისხმობს.
დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.