„მხარს ვუჭერ საქართველოს მწვანეებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოში ნამახვანი ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ჰაიდი ჰაუტალა Twitter-ზე წერს.
შეგახსენებთ: რიონის ხეობის მცველების მიერ მთავრობისთვის მიცემული ვადა დღეს, 23 აპრილს იწურება. ისინი პასუხს პრემიერმინისტრისგან ელოდებიან, ადგილობრივ მოსახლეობას 3 მოთხოვნა აქვს, რომელთა შესრულების შემდეგაც დიალოგის განახლებას დათანხმდებიან.