პანკისის მკვიდრი ჯაბრაილ ხანგოშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი, ფაქტობრივად, ტერაქტისგან იხსნა. ხანგოშვილი ყვება, რომ ივანიშვილთან და მის ოჯახთან ახლობლობდა და ფაქტობრივად, მათი ოჯახის წევრი იყო. მისი თქმით, ის საქართველოს და პირადად ივანიშვილს ყოველთვის იცავდა, თუმცა ოლიგარქმა მისი მხრიდან სიკეთე ვერ დაინახა.
ბიძინას რაც შევთავაზე, ისიც საკმარისი იყო. მე შევთავაზე, როცა იმათ მითხრეს, რომ ვიღაც ჩეჩნები დაიქირავა ოპოზიციამ და თავდასხმას აპირებენ ბიძინაზე. მაშინ მაგისი უფროსი ძმა გამოვიძახე აქ თბილისში და ვუთხარი, შენ მითხარი, დამისახელე ის ხალხი, თუ ერთ კვირაში მაგათგან ერთი კაცი ცოცხალი იქნება, მაშინ მე ჯაბრაილა არ ვყოფილვარ. მე რა, მკვლელი ვიყავი? მე ვიცავ საქართელოს. ვიცავდი იგივე ბიძინას, როგორც ჩემს ძმებს. მაგისი უფროისი ძმა „ძმას“ მეძახოდა. ბიძინას დედას მალაპარაკა ადიკომ, გახოვს დედიკო, ქისტი ძმა მყავს რომ გეუბნებოდი, აი, ეს არისო და მეოთხე შვილი ხარ შენ ჩემიო, ბიძინას დედამ მელაპარაკა ტელეფონით. ეს არის ჩვენი ძმობა? ეს არის მეგობრობა?, – ამბოს ხანგოშვილი.
ჩეჩენი ბიზნესმენი ჯაბრაილ ხანგოშვილი ხელისუფლებას რეკეტსა და დევნაში ადანაშაულებს. პანკისის ხეობის მკვიდრი ამტკიცებს, რომ მას თელავის ბაზარი უკანონოდ წაართვეს და სასამართლომ გადაწყვეტილება მაღალჩინოსნების მითითებით მიიღო. ხანგოშივილი ასევე ირწმუნება, რომ ხელისუფლემა მას ქვეყნის დატოვებას თხოვს, რასაც საქართველოსთვის საშიშროებით ხსნის.