ქართველი „კანონიერი ქურდი“ საბერძნეთის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს

ქართველი „კანონიერი ქურდი“, დავით სებისკვერაძე, რომელმაც სამი დღის წინ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 67 წლის იუბილე აღნიშნა, საბერძნეთის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ის კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.

 

ცნობისთვის: 2017 წელს ათენის სასამართლომ სებისკვერაძეს, ქართული მაფიის სხვა წევრებთან ერთად, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა და ფულის გათეთრება ედებოდა ბრალად.

https://cnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share