“ოცნების” წევრები პანკისში ხმების მისაღებად მოსახლეობას ემუქრებიან – მალხაზ მაჩალიკაშვილი

“ქართული ოცნება” პანკისის ხეობაში არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება – მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების აგიტატორები პანკისში მოსახლეობას სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრებიან, პატიმარების ოჯახებს კი აშინებენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, დუისის გამგებელი მოსახლეობას აშანტაჟებს და პანკისელებს აიძულებს 31 ოქტომბერის საპარალემნტო არჩევნებზე ხმა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ მისცენ.

“ქართული ოცნების წევრი და დუისის რწმუნებული, პირდაპირ ის დადის ხალხთან, ოჯახებში და ამ მეთოდით აშინებს ადამიანებს. 70% სოციალურად დაუცველია, ყველა იმ დახმარებაზე ზის და მათ პირდაპირ აშიენებენ, რომ ყველას მოგიხსნით დახმარებას თუ ქართულ ოცნებას არ მისცემთ ხმას”, – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული პირები მოქალაქეების პირად ნომრებს იწერენ და აფრთხილებენ, რომ არჩევნებზე არ წავიდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share