დღეს ლანჩხუთში, პირველ საჯარო სკოლასთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ჩქაროსნული მაგისტრალის ძველ მაგისტრალთან შეერთების ადგილს, რომელიც პირველი საჯარო სკოლისა და „მედალფას“ კლინიკის მიმდებარედ მდებარეობს, ორი ავტომობილი, ერთმანეთს შეეჯახა.
ავტობანიდან მიმავალმა “სუბარუს” მარკის ჯიპმა, ბათუმისკენ გადახვევის ნაცვლად პირდაპირ განაგრძო სვლა მაჩხვარეთისკენ და პირველი საჯარო სკოლის წინ მიმავალ მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. საბედნიეროდ, მხოლოდ “სუბარუს” მგზავრს დასჭირდა ექიმების დახმარება.
შეგახსენებთ, ამ ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევები ძალიან ხშირად ხდება.
წყარო: “გურია თუდეი”