ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 709 ახალი შემთხვევა გამოჯანმრთელდა 2 095 პაციენტი, 20 კი გარდაიცვალა.
მონაცემები ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 35567
- გამოჯანმრთელებულია – 16904
- მათ შორის გარდაცვლილია – 273
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 3324
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2346
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4022 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 33 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.