მეუფე სტეფანე:
“რა ჰქვია მეუფე სტეფანეს მომხრეები, ვინ ხართ ჩემი მომხრე? ჩემი მომხრეები ხართ? არავინ მინდა, არც ერთი მომხრე არ მჭირდება. არავინ დამენახოს ჩემი მომხრე. აქ მოვიდეს ის, ვისაც უნდა უფლის წინაშე, რომ დაიმკვიდროს სასუფეველი ცათა. ვისაც უნდა აღსარება, ზიარება, ვისაც უნდა უფალთან დამკვიდრება, ის ხალხი მოვიდეს, სულ არ მინდა არც ერთი ადამიანი, ჩემი მომხრე არ მჭირდება. მე პოლიტიკურ პარტიას არ ვქმნი და არც არავის მოვუწოდებ პოლიტიკური ბრძოლისკენ. დააკვირდით ჩემს ნებისმიერ აქტივობას, რას ვაკეთებდი – ლოცვაზე, წირვაზე მივდივარ და ვიღაცები მეჩხუბებიან. ის შუშის თვალებიც ხომ ხედავენ ამას. სადაც მივედი, მივედი იმისთვის, რომ წირვა-ლოცვა ჩამეტარებინა. შემდეგ შუშის თვალები შუშის ეკრანებზე უჩვენებენ, რომ თითქოს დაპირისპირება მოხდა მღვდლებს შორის და ა.შ. ვერ გავიგე, რატომ არ არის ობიექტური ინფორმაცია. თუ შუშის თვალები ხართ, გასაგებია, მაგრამ თუ ადამიანური ხედვა გაგაჩნიათ, მაშინ მიეცით ხალხს გასაგები ინფორმაცია. არცერთხელ არ მივსულვარ არც საჩხუბრად”,